შეხვედრა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან
10 სექტემბერი,20202020 წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი უცხო ენის სწავლებაში ინოვაციების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორებს, პროგრამის ხელმძღვანელებს.
რექტორმა ისაუბრა უცხო ენის სწავლებაში ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილ სიახლეებზე, აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ედვარდ რაუპი.
ჩამოყალიბდა რეფორმის განმახორციელებელი ჯგუფი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელ ნონა პოპიაშვილის, ფილოლოგიის დოქტორ (ინგლისური ენა) თამარ არაბულის, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელ ედვარდ რაუპის, პროფესორ ზურაბ ჩხიკვაძისა და ასისტენტ-პროფესორ მაია ბოლაშვილის შემადგენლობით, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ უცხო ენის სწავლა-სწავლების პროცესს, დაგეგმავენ და განახორციელებენ შიდა და გარე აქტივობებს.