შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებთან
04 ივნისი,20192019 წლის 4 ივნისს, გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი რუიზან მექვაბიძე შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესორებს: თეა ხორგუაშვილს, ვანო ბალახაშვილს, მაია აზმაიფარაშვილს, თამარ მაკასარაშვილს, გიული გიგუაშვილს და ქეთევან ლომსაძეს, რომლებსაც გააცნეს რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მიღწეული შეთანხმება შერეული სწავლების (ფორმალური + დისტანციური) სასერტიფიკატო პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებით. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გორის და რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.
შეხვედრის საფუძველი იყო ერასმუსის საერთაშორისო კვირეულის სამუშაო პერიოდში (13-17 მაისი,2019) საერთაშორისო საგანმანათლებლო და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მიღწეული შეთანხმება.