შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან
05 თებერვალი,201621 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ახალი სასტიპენდიო კონკურსი - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017”. პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას, საფრანგეთში მიიღოს მაგისტრის აკადემიური ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ისე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი დაფინანსებით.