შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან

19 მაისი,2026

მიმდინარე წლის 19 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, მამა გაბრიელე ბრაგანტინისთან და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორთან, მამა აკაკი ჭელიძესთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობებს ეხება.
მამა გაბრიელე ბრაგანტინისა და მამა აკაკი ჭელიძის მიწვევით აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი და პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი მოხსენებით წარდგებიან საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც საქართველოში კათოლიკური მემკვიდრეობის საკითხებს ეძღვნება.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა გამართეს საქართველოში ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის...

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისა და...

19 მაისი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდფესტი 2026“-ზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი „სტუდფესტი...

15 მაისი, 2026 სრულად ნახვა