შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებთან
24 იანვარი,20192019 წლის 23 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორები: მარინე ცერცვაძე, ნიკოლოზ ოთინაშვილი და ვაჟა ჩოჩია შეხვდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებს, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ გია ალიბეგაშვილსა და დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს ქალბატონ თინათინ ბოლქვაძეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა კონფლიქტისპირა სოფლებში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შემდგომი კვლევისა და განვითარების მნიშვნელობას, ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული ტოპონიმების, ოიკონიმებისა და ჰიდრონიმების დაზუსტებას, შესწავლას და მონოგრაფიის სახით გამოცემას, რეგიონიდან დევნილი და შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის ჩაწერას.
დაისახა შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა და ვადები.