შეხვედრა ევროკავშირის პარტნიორებთან

31 მარტი,2022

2022 წლის 29-31 მარტს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტებს უმასპინძლებს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე პროექტის მონაწილეთა მიერ წარადგენილ იქნა შესაბამისი ანგარიშები პროექტის განვლილი პერიოდის სამუშაოების შესახებ და ასევე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა