შეხვედრა ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში

25 ოქტომბერი,2021

2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

აღნიშნულ შეხვედრაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდა რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლება შეაჯამეს პროექტის პირველი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილელებები უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა, სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა თემაზე -უნივერსიტეტების ჩართულობის გაზრდა დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა ასევე განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა