შეხვედრა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩთან
21 მაისი,20142014 წლის 21 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბინ იუე ეწვია.
შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ გიორგი სოსიაშვილთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, იმსჯელეს ჩინური კუთხის გახსნის შესახებ გორის უნივერსიტეტში და საზაფხულო სკოლის ორგანიზების თაობაზე.
უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ელჩმა წაიკითხა საჯარო ლექცია ჩინეთის ისტორიისა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
დასასრულს სტუმარმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.