შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან

27 თებერვალი,2018

27 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ბულგარეთის ელჩი, ქალბატონი დესისლავა ივანოვა და საელჩოს წარმომადგენელი, ქალბატონი ხრისტინა ხრისტოვა. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი სოსიაშვილთან და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანთან, ქალბატონ მარიკა შერაზადიშვილთან. მხარეებმა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი, დაისახა კონკრეტული გეგმები. გარდა ამისა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვამ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია ბულგარეთის ისტორიის, საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობასა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა