შეხვედრა ანგარიშებისა და შეფასებების წარმოდგენისას გასათვალისწინებელ საკითებზე.
09 აგვისტო,20212021 წლის 6 აგვისტოს, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ბატონ ლევან მიდოდაშვილისა და კანცელარიის უფროსის ბატონ იოსებ ალიმბარაშვილის ორგანიზებით, გაიმართა უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების, დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ,,სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობის შეფასების წესისა” და სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წლიური ანგარიშების წარმოდგენასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანგარიშებისა და შეფასებების წარმოდგენისას გასათვალისწინებელ საკითხებზე.
პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში ,, zoom“-ის პლატრფორმის გამოყენებით.