შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან
22 იანვარი,2021მიმდინარე წლის 22 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.
შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა, სადაც განიხილეს მიმდინარე საკითხები, კერძოდ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ფინალური გამოცდები, ონლაინ რეჟიმში მათი ჩატარების გზები და მეთოდები.
ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელეს გორის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის წახალისების მიზნით შექმნილი სპეციალური სქემის შესახებ, რომელიც ამოქმედდა მიმდინარე წლის იანვრიდან.