შეხვედრა აბიტურიენტებთან
26 თებერვალი,2020გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში 26 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან.
შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორი კახი ყურაშვილი და დოქტორი სოფო ჩქოფოია, რომლებმაც მსმენელებს დაწვრილებით მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროექტების და იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც გორის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.
აბიტურიენტებს მიესალმა, წარმატებები უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსიპ ვარიანის, ახალდაბის, კარალეთის, პატ გარეჯვრის, ქვახვრელის, ატენის, ხიდისთავის, სკრის, ტინისხიდის, აგარის, ბებნისის და რუისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
შეხვედრები გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით, დასწრება თავისუფალია