შეხვედრა აბიტურიენტებთან
25 თებერვალი,2020გორის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტში 25 თებერვალს გაიმართა მორიგი შეხვედრა აბიტურიენტებთან.
შეხვედრა გახსნა და პრეზენტაციას წარუძღვა გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, რომელმაც მსმენელებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, გაცვლითი პროექტების და იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც გორის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს.
პრეზენტაციის შემდეგ აბიტურიენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, მონაწილეობა მიიღეს სპორტულ აქტივობაში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსიპ ხურვალეთის, შავშვების, ბერშუეთის, ზეღდულეთის, სვენეთის, ზერტის, აძვის, ხელთუბნის, დირბის, დვანის, ბრეთის, ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრები გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით, დასწრება თავისუფალია