შემეცნებითი ტური

05 ივლისი,2017

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგის - ნინო აკოფაშვილისა და იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო შემეცნებითი ტური ქალაქ ქუთაისში, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მასწავლებელი იოსებ გაბარაევი. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რომლის მიზანიც იყო სტუდენტებისთვის სემესტრის განმავლობაში სისხლის სამართლის მიმართულებით გავლილი მასალის პრაქტიკული კუთხით გაანალიზება, ასევე - პროკურატურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების გაცნობა და მართლშეგნების დონის ამაღლება.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, პროკურორებმა სტუდენტებისთვის ყველა საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი.
ტურის მონაწილეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მათ გააცნო პარლამენტის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და დაათვალიერებინა ბიუროსა და კომიტეტის სხდომათა დარბაზები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა