შეჯიბრი მკლავჭიდში გოგონათა და ვაჟთა შორის
08 აპრილი,20142014 წლის 8 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში გოგონათა და ვაჟთა შორის.
შეჯიბრი გახსნეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქტორმა გიორგი სოსიაშვილმა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფ. დოქტორმა გიორგი ხორბალაძემ.
შეჯიბრი გაიმართა ვაჟთა შორის 5 წონით კატეგორიაში, ხოლო გოგონათა შორის 1 წონით კატეგორიაში. საპრიზო ადგილების მფლობელები დაჯილდოვდნენ მედლებით და ფასიანი საჩუქრებით.