სემინარი
11 მაისი,20172017 წლის 11 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ქართველი მამულიშვილის ვახუშტი ბატონიშვილის გარდაცვალებიდან 260 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. ღონისძიებაში მონაწილეობდა დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, გორის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. სტუდენტებმა ისაუბრეს ვახუშტი ბატონიშვილის შრომის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ მნიშვნელობაზე. თითოეულმა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაცია - ვახუშტის დროინდელ სოფლის საზღვრებზე, მის ფლორასა და ფაუნაზე, ისტორიული მემკვიდრეობაზე, შეადარეს თანამედროვე მდგომარეობას და წაროადგინეს მომავალი ხედვები.
სემინარის ორგანიზატორმა, ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ იოსებიძემ ისაუბრა ღონისძიების მიზანზე.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ვახუშტი ბატონიშვილის შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხემძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, დაწყებითი განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის გამგე, პროფესორი ნელი ჭამპურიძე, ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი დალი გოგინაშვილი.
დასასრულს სკოლის პედაგოგებმა: თამარ ბერიძემ, შორენა შავლოხაშვილმა, ნინო ბუჩუკურმა, ნინო გუგუტიშვილმა, ნინო ბაზანდარაშვილმა, ლია ჯილავდარმა, ირმა თაბუაშვილმა და ნინო კახნიაშვილმა ისაუბრეს სემინარის მნიშვნელობაზე და სურვილი გამოთქვეს უნივერსიტეტთან შემდგომ თანამშრომლობაზე.