სემინარი

24 აპრილი,2015

2015 წლის 21 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე - „საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
სემინარს ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ევროპასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი ზურა ზურაშვილი, ნინო ციციშვილი (ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (Comprehensive Institutional Building Programme CIB), ირაკლი მოისწრაფიშვილი ( სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო), გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა