სემინარი

18 მარტი,2015

2015 წლის 18 მარტს, ამერიკის საელჩოს ინიციატივით, აშშ სპიკერის პროგრამის ფარგლებში ქალბატონი რანია ანდერსონი ეწვია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, რომელმაც სტუდენტებისთვის გამართა სემინარი თემაზე: “მოემზადე წარმატებისთვის თავდაჯერებულობის შექმნით“.
უკვე 30 წელია, რაც ქალბატონი რანია მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა საბანკო საქმე და მეწარმეობა. იგი აგრეთვე კონსულტაციას უწევს იმ მეწაარმე ქალებს, რომლებიც მუშაობენ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი ცხოვრებისეული და კარიერული გამოცდილება, მან ასევე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რათა სტუდენტებს ეფიქრათ საქართველოს რეალობაზე მორგებული სამომავლო შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა კითხვა -პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომელიც დასრულდა დისკუსიით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა