სემინარი უნივერსიტეტში “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“
04 დეკემბერი,2019სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 27 და 29 ნოემბერს გაიმართა ტრენინგ-სემინარი ახალგაზრდა ამომრჩეველებისთვის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებზე, არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში, აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
სემინარს უძღვებოდა მერი ქურდაძე