სემინარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე
10 ივნისი,20142014 წლის 10 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ - გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ ცესკოს სწავლების და რეფორმების ცენტრის ხელშეწყობით სტუდენტებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი ჩაატარა. საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობას.