სემინარი ,,ცხინვალის რეგიონი: ისტორია და პოლიტიკა.“

07 აპრილი,2017

2017 წლის 6 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი ,,ცხინვალის რეგიონი: ისტორია და პოლიტიკა.“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მასში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.
მსჯელობა შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა ჩამოსახლების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის, სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებსა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ცხინვალის რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებსა და დროებით ოკუპირებულ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის დღევანდელ მესვეურთა განზრახვას - სახელი შეუცვალონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და უწოდონ მას ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია.“
ხაზგასმით აღინიშნა, რომ არავისა აქვს უფლება თვითნებურად შეცვალოს ტოპონიმიკა ძირძველ ქართულ მიწა-წყალზე ქართველი ხალხის დაუკითხავად. ამ საკითხის გადაწყვეტა თუნდაც რეფერენდუმით, რომელშიც მონაწილეობას ვერ იღებს რეგიონიდან იძულებით გამოდევნილი ქართველი მოსახლეობა, აბსურდია.
სემინარის მონაწილეებმა დაგმეს ოს სეპარატისტთა უსაფუძვლო, სრულიად გაუმართლებელი ქმედება, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოება-სტაბილურობას რეგიონში და აბრკოლებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობა.
დასასრულს, მიღებული იქნა მიმართვა, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისი საზოგადოებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და ხმა აღიმაღლოს ამ უკანონობის წინააღმდეგ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა