საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის
18 ივლისი,20192019 წლის 17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით გორის უნივერსიტეტში დაიწყო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის აკადემიურ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.
საზაფხულო სკოლა გახსნა და სტუდენტებს შეხვდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური და ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ და ასევე ჩაატარა ლექცია თემაზე "საქართველოს ისტორია". საზაფხულო სკოლის პირველ დღეს ლექცია ჩაატარა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა შიდა ქართლის ისტორიის შესახებ.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა პირველ დღეს დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი.