საზაფხულო სკოლა ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის
18 ივლისი,2019გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.
18 ივლისს სტუდენტებმა მოისმინეს ლექციები თემებზე: „გლობალიზაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია“ (პროფესორი მარიამ კობერიძე), "თანამედროვე ანტიუტოპიური რომანი“ (დოქტორი ანა დათუაშვილი), „ქართული პოეზია მსოფლიო კონტექსტში“ (პროფესორი გიორგი ხორბალაძე).
აკადემიური აქტივობების შემდეგ, საზაფხულო სკოლის მეორე დღეს სტუდენტები ეწვევიან გორისციხეს და კულტურისა და დასვენების პარკს.