სახელმწიფო დროშის დღე
15 იანვარი,201614 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო. აქცია შეუერთდა გორის უნივერსიტეტიც, სტუდენტები 12 საათზე მივიდნენ სოფელ შინდისის გმირთა მემორიალთან, სადაც საპატიო ყარაულთან ერთად აღმართეს საქართველოს დროშა, შეასრულეს საქართველოს ჰიმმნი, რის შემდეგაც თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ.
15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს იუნკერები დახვდნენ და ისინი ერთად გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. ცერემონიის მსვლელობისას აღიმართა სახელმწიფო დროშის ორიგინალი.
პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, სტუდენტების მიერ რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოტანილი დროშები პრეზიდენტის სასახლეზე აღიმართა.