„სახელმწიფო 3.0: რეფორმების ახალი ტალღა“ - პრეზენტაცია

02 დეკემბერი,2014

 

2014 წლის 2 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინოვაციების და განვითარების ფონდის პროექტის - „სახელმწიფო 3.0: რეფორმების ახალი ტალღა“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე  იქნება ფოკუსირებული და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. პროექტის ფარგლებში 12 თვითმმართველ ქალაქში  ათასობით მონაწილე იმუშავებს ხუთი კონკრეტული მიმართულებით. ყველა მსურველს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.
პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმაონ დარგობრივი კომპეტენციები, თავად შექმნან პროფესიული ქსელები. პროექტის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის საშუალება მიეცემა.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა