სახალხო ზეიმი გაიმართა სოფელ არეშფერანში
17 ოქტომბერი,2019კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სახალხო ზეიმი გაიმართა სოფელ არეშფერანში.
ღონისძიებაზე გაიმართა ტრადიციული დოღი, ოსური ტრადიციით სტუმრების დახვედრის ცერემონიალი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს და მონაწილეებს დაურიგდათ გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებული "მესაფლავენი".
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მთავრობის წევრები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან-ალანიიდან.