სახალხო თეატრების ფესტივალი
28 სექტემბერი,20162016 წლის 24 სექტემბერს ქალაქ მარნეულში გაიხსნა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის, სახალხო თეატრების ფესტივალი.
სადაც მონაწილეობას იღებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი, რომელიც მიწვეული იყო ფესტივალის საზეიმო გახსნაზე.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი, 27 სექტემბერს, მაყურებელთა წინაშე წარსდგა სპექტაკლით „უჩინმაჩინის ქუდი“.
მონაწილეობდნენ: ავთანდილ ტიტვინიძე, მარიამ მაკრახიძე, ჯაბა ქავთარაძე, ზაურ ბიბილაშვილი, ნინო ელიაშვილი, გურამ მამულაშვილი. რეჟისორი და სტუდენტური თეატრის ხელმძღვანელი, ანზორ გვაძაბია.