საწავლო პროცესის დაწყება
03 დეკემბერი,20182018 წლის 3 დეკემებერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საწავლო პროცესი დაიწყო.
სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. სტუდენტებს ასევე მიმართეს და მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორმა, ლევან წიქარიძემ
ყველა ჩარიცხულ სტუდენტს გილოცავთ პროფესიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას.