საველე პრაქტიკა
30 ივნისი,2022გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მესამე და მეოთხე წლის სტუდენტებმა საველე პრაქტიკა გაიარეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ზოოპარკში, „გარდენია შევარდნაძესა“ და გორის სანერგე და სასათბურე მეურნეობაში (ბოტანიკის, ზოოლოგიის, გენეტიკისა და ეკოლოგიის ნაწილში).
პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ: პროფესორი გია ედიშერაშვილი, მოწვეული სპეციალისტები თეა მჭედლური და ირმა გოდერძიშვილი.
პრაქტიკის ფარგლებში ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში პროფესორმა ნელი გოგინაშვილმა და დოქტორმა ირმა გოდერძიშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე: გარემოს დაცვა, ეკოლოგია და მცენარეთა მრავალფეროვნება.