საუნივერსიტეტო ონლაინ ღონისძიება ‘’საჯარო გამოსვლა ინგლისურ ენაზე’’
30 დეკემბერი,20202020 წლის 28 დეკემბერს სსიპ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თაოსნობით, ჩატარდა საუნივერსიტეტო ონლაინ ღონისძიება ‘’საჯარო გამოსვლა ინგლისურ ენაზე’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის 27 სტუდენტმა და ინგლისური ენის 9 პედაგოგმა. კონკურსის მხარდამჭერი პარტნიორები იყვნენ აშშ საელჩო საქართველოში,ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. კონკურსი განხორციელდა თამარ არაბულის-ფილ.მეც. დოქტორის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოც.პროფესორის, ნონა პოპიაშვილის -სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელის, ინგლისური ენის სწავლების ექსპერტ-კონსულტანტის და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტის, ინგლისური ენის პედაგოგის, მაია ბოლაშვილის მიერ.
კონკურსის მიზანს სტუდენტთა უკეთესად აზროვნების, მათი ინგლისურად
დამაჯერებლად საუბრის, ერთმანეთის აზრის მოსმენის კრიტიკულად და კონსტრუქციულად შეფასების უნარ-ჩვევათა გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამავდროულად, სტუდენტებს ინგლისურ ენაზე შეუფერხებლად საუბრის დემონსტრირების საშუალება მიეცათ.
კონკურსი გახსნა სსიპ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა კონკურსის თითოეულ მონაწილეს, მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და ორგანიზატორებს. მან ვრცლად ისაუბრა გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობასა -განვითარებაზე. დასასრულს წარმატებები უსურვა კონკურსანტებს თავიაანთ პედაგოგებთან ერთად.
ბატონმა ზაზა ფურცელაძემ (ბრიტანეთის საბჭო,დირექტორი) აღნიშნა, რომ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს უკვე მრავალწლიანი, ღირსეული პარტნიორია. მათ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები აქვთ განხორციელებული და იმედი გამოთქვა, რომ ეს ორი ინსტიტუცია მომავალშიც ასევე წარმატებით ითანამშრომლებენ, რადგან დღესდღეობით ინგლისური ენის სწავლა-სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალური მასშტაბითაც და სწორედაც,რომ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო-კულტურულ დაწესებულებას, რომელიც მზადაა ყველა სიახლესა თუ გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს.
ქალბატონმა ლიკა გუმბერიძემ (აშშ-ს საელჩო საქართველოში, ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი) განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტთან ასევე მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მრავალი მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორცილებით გამოიხატება და შემდგომშიც მზადაა, რომ საინტერესო პროგრამები შესთავაზოს გორის უნივერსიტეტს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს. ქალბატონმა ლიკამ კონკურსის მონაწილეებს გაუზიარა აშშ-ს საელჩო საქართველოში კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონის ვიდეო მისალმება, რომელმაც კონკურსანტები მიიწვია აშშ-ს საელჩოში, პანდემიის დასრულებისთანავე, სადაც მათ ბატონი კრისტოფერ ანდერსონი პირადად შეხვდება, საკუთარ აზრს და გამოცდილებას გაუზიარებს საჯარო გამოსვლის ხელოვნების და მნიშვნელობის შესახებ და კონკურსში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრებით დაასაჩუქრებს.
ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ (სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დირექტორი) თავის მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს, როგორც ქვეყნის და რეგიონის ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და მის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
კონკურსის შედეგები შეაჯამა ქალბატონმა რუსუდან ტყემალაძემ (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი) გამოვლინდა ცხრა გამარჯვებული სტუდენტი:
1. გიორგი მარიამიძე-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ.ფილოლოგია, I კურსი, პედაგოგი მაია ბოლაშვილი;
2. ზეზვა ბუთურიშვილი-განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა- ინფორმაციული ტექნოლიგიები, I კურსი, პედაგოგი ანა ნადირაძე;
3. თამარ ლეკიშვილი-სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო მართვა, I კურსი; პედაგოგი ნინო თურმანიძე;
4. ანა ჩოჩია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ. ფილოლოგია. II კურსი; პედაგოგი მაია ბოლაშვილი;
5. სალომე ბექაური-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ. ფილოლოგია. II კურსი; პედაგოგი მაია ბოლაშვილი;
6. მეგი თაბუკაშვილი-სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ეკონომიკია, II კურსი; პედაგოგი ეკატერინე წულააძე;
7. ანანო მაყაშვილი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ.ფილოლოგია, IV კურსი, პედაგოგი მაია აკოლაშვილი;
8. ანი ციცქიშვილი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ.ფილოლოგია, IV კურსი, პედაგოგი მაია აკოლაშვილი;
9. თამუნა თაბუაშვილი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგ.ფილოლოგია, III კურსი, პედაგოგი მაია აკოლაშვილი;
კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სსიპ გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სერტიფიკატი. გამარჯვებულ ფინალისტებს აშშ-ს საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო და სსიპგორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოებს ფასიანი საჩუქრებით.