სატელევიზიო გადაცემის „ისტორიის გაკვეთილების“ პრეზენტაცია
18 ნოემბერი,201318 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ სატელევიზიო გადაცემის „ისტორიის გაკვეთილების“ პრეზენტაცია. გადაცემა ეხებოდა გასული საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის ისტორიას და მის წინაპირობებს. გადაცემის შესახებ კომენტარი გააკეთა გადაცემის სტუმარმა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, გადაცემის ავტორმა, საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ჟურნალისტმა თამარ ბელქანიამ და საპატრიარქოს ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.