სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
10 სექტემბერი,2020მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდნენ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროოსს. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები.