სასწავლო წლის დაწყება
04 ოქტომბერი,20102010 წლის 4 ოქტომბერს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წელი დაიწყო. უნივერსიტეტის განახლებულ კორპუსში ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, წარმატებები უსურვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. საზეიმო ცერემონილში მონაწილეობა მიირეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ
გორისა და სამთავისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი - მეუფე ანდრია,
სსიპ – გორის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – პროფესორი შალვა სრესელი,
მწერალი - ვანო ჩხიკვაძე,
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თემურ ხაჩიური,
გორის უნივერსიტეტის პროფესორები - ელდარ მამისთვალაშვილი, მამუკა ჯოლბორდი და შოთა ქურდაძე.
ფაკულტეტების დეკანები - ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, პროფესორი მზია ზანგალაძე, პროფესორი ნუგზარ აბრამიშვილი.