სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია
03 მაისი,20192019 წლის 3 მაისს გორის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეთა მეორე სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია "უნივერსიტეტი სკოლებისთვის".
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა ტერმაკოზაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა გორისა და გორის რაიონის კერძო და საჯარო სკოლების 36 მოსწავლე, რომელთაც ხელმძღვანელობას უწევდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 20 სტუდენტი.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა ოთხ სექციაში: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.