სასწავლო პროცესის განახლება
20 ოქტომბერი,201420 ოქტომბერს სასწავლო პროცესი განახლდა გორის უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულების პროგრამებზე. სტუდენტებს მიესალმა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, უსურვა წარმატებები და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც იგეგმება მიმდინარე სასწავლო წელს. სტუდენტებს მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ნუგზარ აბრამიშვილმა, პროფესიული პროგრამების ადმისნიტრატორმა ლევან წიქარიძემ.
ღონისძიების დასასრულს მოხდა გორის უნივერსიტეტის IV კორპუსის კურთხევა.