სასწავლო პროცესის დაწყება მოდულურ და საგნობრივ პროფესიულ პროგრამებზე
21 ნოემბერი,201621 ნოემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო გორის უნივერსიტეტის მოდულურ და საგნობრივ პროფესიულ პროგრამებზე.
სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც წარმატება უსურვა სტუდენტებს და ისაუბრა აღნიშნული პროგრამების მნიშვნელობაზე.
სასწავლო პროცესის დაწყება სტუდენტებს მიულოცეს გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორმა ლევან წიქარიძემ.