სასწავლო პროცესი განახლდა პროფესიული მიმართულების პროგრამებზე
03 ნოემბერი,2015სასწავლო პროცესი განახლდა გორის უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულების პროგრამებზე. სტუდენტებს მიესალმა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, უსურვა წარმატებები და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც იგეგმება მიმდინარე სასწავლო წელს. სტუდენტებს მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა და პროფესიული პროგრამების ადმისნიტრატორმა ლევან წიქარიძემ.