სასწავლო პროცესი დაიწყო უცხოენოვანი სტუდენტებისთვის
22 იანვარი,201822 იანვარს გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო უცხოენოვანი სტუდენტებისთვის. რომლებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
დღევანდელი მდგომარეობით ორი სტუდენტი, რაჯენდერ სინგჰი და სუბაში ჩაირიცხნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინგლისურენოვან აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. კიდევ ხუთი სტუდენტი სასწავლო პროცესს შეურთდება უახლოეს დღეებში.