სასერტიფიკატო პროგრამის განხილვა
03 სექტემბერი,20183 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში ჩატარდა "ქრისტიანობის ისტორიის" მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის განხილვა. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე. სტუმრებს ასევე შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ისაუბრეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა), გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული. შეხვედრაზე განიხილეს "ქრისტიანობის ისტორიის" მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამა და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი, ასევე გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და სკოლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 17 სექტემბრიდან, სასწავლო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს.