საქველმოქმედო ღონისძიება
01 ივნისი,20152015 წლის 1 ივნისს სტუდენტური დღეების ფარგლებში, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბავშვები. ქველმოქმედებას შეუერთდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალიც.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები და ტორტი. დღევანდელ ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ქართუ ბანკისა და თიბისი ბანკის თანამშრომლებმა, ასევე ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, კეძოდ ირინა ბერკეტაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: მედეა მელაძე, თამარ ხიბლიშვილი, თიკო კუდუხაშვილი და ნათია ბუჟღულაშვილი.