საქველმოქმედო ღონისძიება
15 იანვარი,20152015 წლის 15 იანვარს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება ნათია სანთელაძის დასახმარებლად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გორის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს გორის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიორგი სოსიაშვილს, კანცლერს ბატონ გიორგი ხორბალაძეს, არასამთავრებო ორგანიზაციებს „საზოგადოება ბილიკს“ და „ქართლოს“ მხარდაჭერისათვის.
უნივერსიტეტში განთავსდა შემოწირულობის ყუთები. შეგროვილი თანხა გადაირიცხება ნათია სანთელაძის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.