საქმიანი ვიზიტი ვატიკანში, პროპაგანდა ფიდეს არქივში
27 აპრილი,2023მიმდინარე წლის 24-26 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ვატიკანში, პროპაგანდა ფიდეს არქივში.
პროექტის მიზანია, ქართველი და იტალიელი მკვლევარების მიერ, დღემდე გამოუქვეყნებელი ქართული წყაროების შესწავლა და გამოქვეყნება.
პროექტის ხელმძღვანელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონსა და საელჩოს წარმომადგენლებთან, ასევე ვატიკანის, პროპაგანდა ფიდეს არქივის ხელმძღვანელთან, ბატონ ფლავიო ბელოუმინისთან.