საქართველოს უნივერსიადა 2021 - სტუდენტური ლიგის გათამაშება დასრულდა
02 ივლისი,2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ფედერაციების მხარდაჭერით 24 მაისიდან სტარტი აიღო „უნივერსიადა 2021“-მა.
გორის უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული უნივერსიადის მსვლელობაში. წარმოდგენილი იყო გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სადაც განსკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ძიუდოს, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში მოასპარეზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
1 ივლისს სპორტული უნივერსიადის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტებს მედლები, სიგელები და თასი გადაეცათ.
ძიუდო:
- თორნიკე მარგველაშვილი, 60კგ - I ადგილი;
- გურამ გასიტაშვილი, 66კგ - I ადგილი;
- ალეკო ნებიერიძე, 100კგ - I ადგილი;
- ვლადიმერ ახალკაცი 81კგ - II ადგილი.
აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობაში გორის უნივერსიტეტმა გუნდური პირველობა მოიპოვა.
ქართული ჭიდაობა:
- ვაჟა კაკილაშვილი, 100 კგ - I ადგილი.
სამბო:
- გიორგი იანტბელიძე, 71 კგ - II ადგილი.