საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მეოთხედ ფინალური შეხვედრა
18 ნოემბერი,20152015 წლის 17 ნოემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის მეოთხედ ფინალური შეხვედრა.
გორის უნივერსიტეტის გუნდ „კეხურასთან“ ერთად მონაწილეობა მიიღო კიდევ 6 გუნდმა. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „შერეკულები“, ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი „ადრენალინი“, ჭიათურის გუნდი „მაღაროელები“, თბილისის N81 სკოლის გუნდი „ინფაქტი“ და თბილისის გუნდი „კაცუნა“ )
აღსანიშნავია, რომ გორის მხიარულთა და საზრიანმა გუნდმა ყველა გამოსვლაში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა და მოიპოვა პირველი ადგილი.