საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთი

04 ივნისი,2019

გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთ ,,მწერლის გაზეთის“ ახალი ნომერი. მასში განთავსებულ სხვა მასალათა გვერდით საყურადღებოა პროფესორ ეკა ცხადაძის რეცენზია - ფიქრები ალექსანდრე მღებრიშვილის ,,ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორიაზე.“
საგაზეთო მასალაში აღწერილია პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის წიგნის როგორც შინაარსობრივი, ისე სტრუქტურული მხარეები.
პროფ. ეკა ცხადაძე გადმოგვცემს კვლევითი ნაშრომის ისტორიულ-კულტურულ და ლიტერატურულ დანიშნულებას, მის როლს ქართული ეროვნულობის ყოფასა და ისტორიაში.
,,ალექსანდრე მღებრიშვილმა დაძლია ყველა სიძნელე, დაამუშავა და გამოამზეურა უცნობი და თვალს მოფარებული ფაქტები, სათანადო არგუმენტაცია მოუძებნა პრობლემურ საკითხებს და ერთგვარად შეავსო ის სიცარიელე, რომელიც ქართულ-ოსურ ტრაგედიას (მათ შორის მასალების განადგურების კუთხით) სდევდა თან. ალექსანდრე მღებრიშვილმა ,,ცხინვალის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორიის“ შექმნით ფასდაუდებელი ნაშრომი დადო და დიდი ქართველების საქმეთა ღირსეულ გამგრძელებლად წარმოგვიდგა.“ - ნათქვამია რეცენზიაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა