საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და გორის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
17 მაისი,2021მიმდინარე წლის 17 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და გორის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სამაჩაბლოს და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთოებების აღდგენას.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ; აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის„ თავჯდომარემ, ბატონმა გიორგი შერვაშიძემ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ბატონმა დავით ფაცაციამ; მრავალპროფილური კოლეჯი „სპექტრი“ ხელმძღვანელმა, ბატონმა მათე ტაკიძემ.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა გიორგი სოსიაშვილმა, იოსებ ალიმბარაშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, დავით ახლოურმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცის ვიცე პრეზიდენტმა აკაკი ბართაიამ.
კონფერენციას უძღვებოდა - აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადობა „ერთობა ხვალისთვის„ თავჯდომარის მოადგილე შორენა ახალაია