საქართველოს კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

07 დეკემბერი,2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტროსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“, რომელიც სოფ. ქვემო ნიქოზში არქეოლოგიურ გათხრებს მოიცავს, დასკვნით ფაზაში შევიდა.
მიმდინარე წლის 07 დეკემბერს პროექტის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინეს.
პროექტის ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს პროექტის დაფინანსებისა და იმ ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, რაც ვიზიტის დროს გამოხატა სოფ. ქვემო ნიქოზში სტუმრობისას.
ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა პროექტის მიმდინარეობის, იქ აღმოჩენილი არქეფაქტებისა და სამარხის მნიშვნელობის, აქტუალურობის შესახებ და საზოგადოებას აუწყა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების იმ დიდ ინტერესზე, რაც მსგავსი პროექტებისადმი არსებობს ევროპაში. ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას სტუდენტებისათვის: ,,და ეს დიდი გზის მხოლოდ დასაწყისია“, აღნიშნა სიტყვის დასასრულს, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა.
პროექტის მკვლევარმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა ისაუბრა საზოგადოების იმ დიდ ინტერესზე, რომელიც უკვე მოჰყვა ქვემო ნიქოზის არქეოლოგიურ გათხრებს. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 5000 ათასი წლის წინანდელი სამარხისა და ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურის აღმოჩენა უტყუარი საბუთია უძველესი პერიოდიდან აქ მოსახლეობის არსებობის შესახებ.
პროექტის მონაწილემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეორე წლის სტუდენტმა სოფიკო სეხნიაშვილმა მადლობა გადაუხადა რექტორს მსგავს პროექტებში სტუდენტების ჩართვის გამო და აღნიშნა მისი მნიშვნელობა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარების თვალსაზრისით, მათი მოტივაციის ასამაღლებლად.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა