საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
27 მაისი,201526 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში რუსთაველის გამზირზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რძის გადამმუშავებლის IV საფეხურის პროფესიული სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას სხვა უნივერსიტეტებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად.
„ნებიერას“ პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა მინისტრისგან, და უწყების სხვა წევრებისგან. ასევე ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა „ნებიერას“ პროდუქციის და მისი წარმოების შესახებ.