სამუშაო ვიზიტი რუმინეთში ერაზმუს+-ის პროექტის EPSY-ის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში
20 მაისი,2022
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წლის 8-12 მაისს განხორციელდა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ტრანსილვანიის ბრასოვის (რუმინეთი) უნივერსიტეტში (UTBV). გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ვიზიტის აქტივობებში წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი რუიზან მექვაბიძე და მკვლევარი-ფსიქოლოგი ქეთევან ლომსაძე. გარდა 10 პარტნიორი უნივერსიტეტისა საქართველოდან სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო UTBV-ში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის გამოცდილების გაზიარება სამუშაო და ორგანიზაციული საკითხების კუთხით.
ვიზიტის სამდღიან სამუშაო პერიოდში ჩატარდა შეხვედრები, ტრენინგები და პრაქტიკული აქტივობები UTBV-ში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ. თემატიკა მრავალფეროვანი იყო გამომდინარე ფსიქოლოგიური მომსახურების სპეციფიკიდან, როგორიცაა სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირება(Voinea Mihaela, Roxana Stoica), რისკის გამკლავების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება სტუდენტებში( Popa Daniela), დასაქმების ცენტრებთან ურთიერთობების საკითხები (Bota Oana Alina), ტესტები და მეთოდიკები ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო შეფასებისთვის (Roxana Stoica, Ana Maria Cazan), აკადემიური სტრესის კონსულტირება და მოხსნის სტრატეგიები (Daniela Porumbu), კონსულტირების დაკარიერული განვითარების ვორქშოფი (David Laura). ასევე შედგა შეხვედრა ადგილობრივ სკოლის კონსულტანტებთან და ვიზიტის ყველა მონაწილემ დაათვალიერა UTBV-ს კვლევითი ინსტიტუტი. სამუშაო ვიზიტი დამთავრდა ექსკურსიით.