სამუშაო შეხვედრა
13 მარტი,20182018 წლის 13 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ გორის საჯარო სკოლების დირექტორებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განხილვის მიზნით. პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფესორმა ნ. მირაზანაშვილმა გააცნო საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი ასპექტები. დამსწრეებმა გამოთქვეს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება პროგრამის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე.